reportiori.ge - აზერბაიჯანმა მაყვალა გონაშვილი, დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 01:10
საზოგადოება
აზერბაიჯანმა მაყვალა გონაშვილი, დათო ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა
ავტორი:
03 აგვისტო, 2013. 14:04

საქართველის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ქართველი მწერლები დავით ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო news.az იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 335 პირს, რომელიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე  ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა - მთიან ყარაბახში, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. 
უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შავ სიაში "აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის" დარღვევისთვის და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვისთვის მოხვდნენ.
აზერბაიჯანული სააგენტოს ინფორმაციით, სიაში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი პიტერ სემნები, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი მაქსიმ მიშენკო, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, მომღერალ ფილიპ კირკოროვის მამა ბედროს კირკოროვი, ოპერის ცნობილი მომღერალი მონსერატ კაბალიე.  

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016