რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრი იგორ მოროზოვი ამერიკულ ტელეარხ „СNN“–ის მაუწყებლობის შეჩერების ინიციატივით გამოვიდა.
„CNN–ის მაუწყებლობის შეჩერება საკაბელო არხებზე აუციელებლია როგორც დამსჯელი ზომა, მას შემდეგ, რაც ტელეარხმა „ბრესტის ციხე–სიმაგრის დამცველთა ძეგლს“ შეურაცხყოფა მიაყენა. არხის განცხადება არაკორექტული და რუსი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო,“–განაცხადა მოროზოვმა
შეგახსნებეთ, რომ გასულ კვირას CNN–მა „ბრესტის ციხესიმაგრე–გმირი“ მსოფლიოს მახინჯ ძეგლთა სიაში შეიყვანა, რისთვისაც ჟურნალისტი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მომხდარი ფაქტი შეაფასეს როგორც „საბჭოთა მებრძოლების დაცინვა, რომლებმაც ფაშიზმზე გამარჯვებისთვის სიცოცხლე გაწირეს“.
CNN-მა უკვე მოიხადა ბოდიში ამ ფაქტისთვის და რედაქციის შესაბამისი განცახდება ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი არამუდმივი ავტორის მხრიდან ბრესტის ციხის ძეგლის ჩამონათვალში ჩასმამ ბელორუსიასა და რუსეთში განაწყენება გამოიწვია. ეს იყო უნებლიე შეცდომა და ბოდიშს ვიხდით,“ – აღნიშნულია რედაქციის განცახდებაში.
ცნობისთვის, ბრესტის მემორიალური კომპლექსი სკულპტორ ალექსანდრე კიბალნიკოვის ხელმძღვანელობით 70–იან წლებში შეიქმნა.