reportiori.ge - ლევან კორტავას საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციები სიღრმისეულ გამოძიებას ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:49
სამართალი
ლევან კორტავას საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციები სიღრმისეულ გამოძიებას ითხოვენ
ავტორი:
03 აგვისტო, 2013. 14:35

გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციები სიღრმისეულ გამოძიებას ითხოვენ. მათი თქმით, აღნიშული საქმე ციხეებში არსებულ სისტემურ დანაშაულებებზე მიუთითებს. არასამთავრობოები მოითხოვენ, პროკურატურა ციხეებში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდეს და პასუხისმგებლობა სოზარ სუბარს დააკისროს.

 „პასუხისმგებლობის საკითხი საბოლოოდ უნდა დადგეს. არსებობს ციხეების ორი ტიპის მართვა. ეს არის ბაჩო ახალაიას ტიპის მართვა და „მაყურებლების" მართვა. რა არის „მაყურებლების" მართვა ჩვენ უკვე ვნახეთ, შედიან და ადამიანს ცემისგან კლავენ."- განმარტავს „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნებისთვის" თავმჯდომარე, ლევან გაბრიჩიძე. არასამთვრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნებისთვის" ციხეში მიმდინარე მოვლენების სრულ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

მისი თქმით, შესაძლოა, პატიმრები, რომლებიც აქამდე მძიმე დაზიანებებით გადაჰყავდათ საავადმყოფოებში, ზეწოლას განიცდიდნენ. ისინი კი  ბადრაგთან ჩივილს ვერ შეძლებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლევან კორტავას საქმე პროკურატურამ გუშინ გახსნილად გამოაცხადა. დაკავებულნი არიან როგორც ცემაში მონაწილე პატიმრები, ასევე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით გამოძიებას ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016