მსოფლიო
მეცნიერებმა ყველაზე სწრაფი პლანეტა აღმოაჩინეს
09 თებერვალი, 2014. 16:13
ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელმაც ისინი გააოცა იმ სისწრაფით, რომლითაც საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს. ახალი პლანეტა ტელესკოპ „Kepler“-ის მეშვეობით აღმოაჩინეს და მას „Kepler-413b“ უწოდეს. პლანეტაზე საოცარი სისწრაფით და ქაოტურად იცვლება წელიწადის დროები.
მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, რით არის გამოწვეული მათი აღმოჩენის ასეთი უნიკალურობა. მათი აზრით, შესაძლოა, ეს სხვა ციური სხეულების ზემოქმედების გამო ხდებოდეს.
რაც შეეხება იმას, დასაშვებია თუ არა, „Kepler-413b“-ზე სიცოცხლე არსებობდეს, მეცნიერები ამას გამორიცხავენ, რადგანაც პლანეტაზე მაღალი ტემპერატურაა, სავარაუდოდ, ის აირებისაგან შედგება და ზედაპირიც კი არ გააჩნია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40