reportiori.ge - შსს–მ საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:48
სამართალი
შსს–მ საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო
ავტორი:
03 აგვისტო, 2013. 14:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული ვლადიმერ ე. საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ვლადიმერ ე. ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში იმ დროს დააკავეს, როდესაც მას ჩანთით უკანონო საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: კუმულაციური ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარის „ერ-კა-გე-ზე-ემ"-ის 3 კორპუსი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 23 საბრძოლო ვაზნა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის „ერ-კა-გე-ზე-ემ"-ის 2 კაფსულა-დეტონატორი (ამფეთქი).

გამოძიება საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობა უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016