reportiori.ge - ექსპერტები სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის დაანგარიშების გადახედვას ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
ეკონომიკა
ექსპერტები სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის დაანგარიშების გადახედვას ითხოვენ
ავტორი:
03 აგვისტო, 2013. 14:47

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ექსპერტები სახელმწიფოს მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას ითხოვენ. როგორც დღეს მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, საარსებო მინიმუმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2003 წელს განისაზღვრა და 2012 წლის მონაცემებით, იგი 151,1 ლარს შეადგენს. ექსპერტთა განმარტებით, ეს ციფრი გაცილებით დაბალია. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, თავის დროზე, მინიმალური სასურსათო კალათის დათვლა მხოლოდ 5 ქალაქში- თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში მოხდა. მათი განცხადებით, სამომხმარებლო კალათაში 40 დასახელების პროდუქტი შედის, ხოლო ზრდასრულ მამაკაცზე დღეში 2 300 კილოკალორიაა გათვლილი. ექპერტთა თქმით, აღნიშნულ გათვლაში კილოკალორიები პურის ხარჯზეა გაზრდილი, რომელსაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, თუმცა ასეთ დროს ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ექსპერტების განმარტებით, ისინი აღნიშნულ საკითხებზე კვლევებს გააგრძელებენ და მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს თემაზე ყურადღების გამახვილებას სთხოვენ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016