reportiori.ge - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი" ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:38
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი" ამოიღო
ავტორი:
03 აგვისტო, 2013. 14:51

შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ირაკლი გ. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი „ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანის საბარგულის ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებულია 0,435 გრამი „ჰეროინი". ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავების მომენტში ირაკლი გ. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით). 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016