რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსი დიპლომატებისთვის პროფესიული დღის მილოცვისას განაცხადა, რომ საერთაშორისო პრობლემების მზარდი სირთულეები ზრდის რუსეთის პასუხისმგებლობას პლანეტაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ლავროვმა ასევე აღნიშნა, გასულ წელს მსოფლიო პოლიტიკის ბევრ საკვანძო მიმართულებით მიღწეული იქნა პოზიტიური შედეგები, რომლებიც მიმდინარე წელს უნდა გამყარდეს.
„დღესდღეობით ნებისმიერ სფეროში პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ კომპრომისის მიღწევით, რომელიც ინტერესთა ბალანსზე იქნება დაფუძნებული. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრინციპი, რომელიც ჯერაც არ არის საყოველთაოდ მიღებული. მაგრამ ჩვენ ამ პრინციპს დაჟინებით ვანვითარებთ და ის სულ უფრო მეტ მომხრეს შეიძენს", - განაცხადა ლავროვმა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)