Lifenews.ru-ს დეზინფორმაციული სათაური: „რუსეთმა საქართველოს საზღვართან სპეცრაზმი გადმოისროლა“
რუსული სააგენტო lifenews.ru-ს ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს საზღვართან სპეცრაზმი გადმოისროლა.
„რუსი სამართალდამცველები დაღესტანში პოლიციელების მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირების დევნის ოპერაციას ახორციელებდნენ, ძებნილებმა კი თავი საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზონას შეაფარეს. ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები რუს სამართალდამცველებს ალყაში ჰყავთ მოქცეული“,-წერს სააგენტო.
აღნიშნული ინფორმაცია უკვე გაავრცელა „პირველმა რადიომ“. როგორც „რეპორტიორმა“ გაარკვია, დაღესტანის იმ ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, საქართველოს ტერიტორიას არ ესაზღვრება და ამ შემთხვევაში lifenews.ru-ს ინფორმაციის სათაური (http://lifenews.ru/news/116412) პროვოკაციას უფრო ჰგავს. ფოტოზე ჩანს, რომ რეგიონი, რომელზეც არის საუბარი, საქართველო-რუსეთის საზღვარს არ წარმოადგენს.