საპატრიარქოს პრესმდივანი მიქაელ ბოტკოველი, მამა გაბრიელის ცხედრის შესაძლო გადასვენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სავარუდოდ, სწორედ გადასვენების გეგმას უკავშირდებოდა საფლავიდან დედა პარასკევას კელიის აღებაც.
მიქაელ ბოტკოველი აღნიშნულის შესახებ „პალიტრა.ტვ“-სთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში საუბრობს:
„შექმნილია მისი უწმინდესობის და უნეტარესობის მიერ სინოდის კომისია და იგეგმება მამა გაბრიელის ცხედრის გადასვენება, სამთავროს ფერიცვალების დედათა მონასტერში.
მოხდება ამოსვენება, სარკოფაგის გახსნა და საზეიმო ვითარებაში მისი გადასვენება. გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და კელიის დემონტაჟიც ამ საკითხთან იყო დაკავშირებული.
ამან ერთგავრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, დედა პარასკევაც ვერ გაერკვა სიტუაციაში, ის იმყოფებოდა საპატრიარქოში და ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ არსებობს.
მონასტრის წევრია დედა პარასკევა და მონასტერში ყოფნის არავითარი პრობლემა არ აქვს, დედა პარასკევა კელიაში იცხოვრებს“ - აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.