ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის, ქვეყნის შიდა პოლიტიკისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
- თქვენ იყავით ამ კვირას ბრიუსელში, რომ გემსჯელათ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე ევროკავშირთან, ე.წ. ასოცირების ხელშეკრულებაზე. რატომაა ეს გარიგება ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოსათვის?
- გმადლობთ, კარგი შეკითხვაა. როგორც იცით, ვილნიუსის სამიტზე ერთი თვის წინ, ჩვენ მოვახდინეთ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, DჩFთA–ს ჩათვლით. როდესაც მას ხელს მოვაწერთ, ეს გაგვიხსნის და მოგვცემს უზარმაზარ შესაძლებლობებს. როგორც იცით, ჩვენ ევროპაში ინტეგრირების პროცესი შეუქცევადი გავხადეთ და მინდა, გითხრათ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჩავატარეთ საზოგადოებრივი გამოკითხვა, რომელმაც დაგვანახა, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
_ და თქვენი საბოლოო მიზანი რასაკვირველია, ევროკავშირის წევრობაა...
_ ზუსტადაც, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ მივაღწიოთ იმ დონეს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი.
_ გასულ წელს, როგორც იცით, რუსეთმა ბრიუსელსა და უკრაინას შორის ანალოგიური ხელშეკრულების ბლოკირება მოახდინა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში, მოსკოვიდან რაიმე ზეწოლას მოელით?
_ პირველ რიგში, მინდა, რამდენიმე სიტყვა გითხრათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებას მათთან. თანდათან, რუსეთმა თავისი
რამდენიმე დღის წინ სოჭის ოლიმპიადაზე აბაზანაში ჩაკეტილი სპორტსმენი ამჯერად სასტუმროს ლიფტში გაიჭედა
40 წამის წინ
აღნიშნულის ამსახველ ფოტომასალას ამერიკელი სპორტსმენი ჯონი ქუინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.
20:48
“საქართველოსთან საუკუნეებია, ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს, მინდა, ტრაგედიები მალე წარსულში დარჩეს”
18:57
გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას პასუხობს
18:29
“დიდი მადლობა რუსეთის პრეზიდენტს”
ბაზრის გახსნა დაიწყო და ჩვენ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტების გაყიდვა შევძელით, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ წავაწყდით მთელ რიგ პროვოკაციებს და პრობლემებს საოკუპეციო ხაზის გასწვრივ, მე ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთმა მავთულხლართების, ღობეებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაიწყო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უამრავ პრობლემას უქმნის.
_ თქვენ თქვით, რომ ესაა პროვოკაციები რუსეთის მხრიდან...
_ დიახ, მე იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც მათ 45 კმ-იანი მავთულხლართების ღობეები აღმართეს, ზოგიერთი სახლი და ადამიანი ამ ღობეების მიღმა დარჩა, რამაც ძალიან ბევრი პრობლემა წარმოშვა.
_ ამგვარად, ხომ არ ხვდებით, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, სინამდვილეში გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მაშინ თქვენ ფიქრობდით?
_ ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ გაუმჯობესებებს, ვგულისხმობ სატრანსპორტო კომუნიკაციას, მე ამას შინაურ ურთიერთობას ვუწოდებდი, მაგრამ ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს და ძალისხმევას პოლიტიკურ მხარეზე ზეგავლენა არ მოუხდენია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ახალი მთავრობა, ვიყავით ძალიან, ძალიან კონსტრუქციულები ჩვენ ნაბიჯებში.
_ თქვენ ამბობთ, რომ კრემლს თქვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია არ აინტერესებს?
_ მე ასე ვერ ვიტყოდი. ჩვენც მოვისმინეთ გარკვეული პოზიტიური განცხადებები რუსეთის ლიდერებისაგან და ვნახეთ პოზიტიური ნიშნები, მაგრამ იმავდროულად, მე ვამბობ, რომ ეს ყველაფერი მართლაც კონფლიქტში მოდის ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებთან, რასაც ისინი საოკუპაციო ზონაში აკეთებენ.
_ რაც შეეხება სიტუაციას საქართველოს ამ ორ სეპარატისტულ რესპუბლიკაში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თქვენი ქვეყანა კვლავაც თვლის მათ თქვენი ტერიტორიის ნაწილად. რუსეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელიც მათ დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. რუსეთი ამჟამად მათ ფინანსურად და სამხედრო ძალით ეხმარება. ეს გამოუვალ მდგომარეობას ჰგავს, ეს გაყინული კონფლიქტია...
_ მართალია და ამიტომაც, როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენ ვდგამთ ამ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, თუმცა ეს პოლიტიკურ მხარეზე გავლენას არ ახდენს, ზუსტად ეს ვიგულისხმე, იმიტომ რომ აქ საქმე გვაქვს ერთადერთ დიდ პრობლემასთან, რომელიც უნდა მოგვარდეს. ესაა ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე.
_ და თქვენი ქვეყანა რა გამოსავალს ეძებს?
_ ჩვენ გვჭირდება ამის მოგვარება, ამ გამოსავალის პოვნა და რასაკვირველია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობას ევროპასთან, აშშ-თან და ვფიქრობ, ევროკავშირის ჩართულობა ამ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია..
_ ევროკავშირი დიდადაა მოსურნე გაურიგდეს საქართველოს. ეს დაკავშირებულია კიდეც რამდენიმე წარმატებულ ისტორიასთან ამ რეგიონში, მაგრამ თქვენი მთავრობის დროსაც, ისევე როგორც წინა ხელისუფლებაშიც, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შფოთვის საგანი არის მართლმსაჯულება. გასულ წელს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი კოპუფციის ბრალდებით დააპატიმრეს, მაშინ როდესაც ათეული ყოფილი ოფიციალური პირი, ასევე დაპატიმრებული იყო მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” თქვენმა კოალიციამ ხელისუფლებაში ხანგრძლივად მყოფი სააკაშვილის პარტია დაამარცხა. “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ წინა ადმინსტრაციის წინააღმდეგ „ჯადოქრებზე ნადირობა“ გამოაცხადეთ.
_ როგორც იცით, ოპოზიციას ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ რეალობა ესაა - ჩვენ სიმართლე უნდა ვთქვათ და ჩემი პრინციპი ძალზე მარტივია: კანონზე მაღლა არავინ დგას. ეს ძალზე პრინციპულია. ასევე, გამჭვირვალობა, სათანადო სამართლებრივი პროცედურა და სასამართლოს უზენაესობა - ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპები. აქამდე წარსულში მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო სისტემა აბსოლუტურად არ იყო დამოუკიდებელი. როდესაც ჩვენ პირველი ნაბიჯები გადავდგით, ჩვენ სასამართლოს ლიბერალიზაცია მოვახდინეთ და ახლა მოსამართლები და სასამრთლოები აბსოლუტურად დამოუკიდებლები და გამჭვირვალენი გახდნენ.
_ რაც შეეხება ყოფილი პრემიერ მინისტრს?
_ ყველა სასამართლო სხდომა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ბევრი დამკვირვებელი ესწრებოდა, მედია...
_ მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთ-ერთ თქვენს პრიორიტეტს ძირითადი ოპოზიციური პარტიის ამოძირკვა წარმოადგენს, იმიტომ რომ თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეშია სასამართლოს გარეშე.
_ ეს მცდარი აღქმაა. როდესაც ამბობენ, „შერჩევითი სამართლის“ რამდენიმე საქმე არსებობს, ეს არ არის მართალი, რადგან ჩვენ გვაქვს გარკვეული მიზეზები, როსთვისაც ვანო მერაბიშვილი და სხვები წინასწარი დაკავების ადგილებში გვყავს დაკავებული. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ წინა ხელისუფლებამ სამართლებრივი დევნა განახორციელა 300 000 მოქალაქის მიმართ, წინასწარ პატიმრობაში ჰყავდათ, ეს მანკიერი ტრადიცია იყო. მაგრამ ჩვენ გვქონდა მიზეზი, როდესაც მე ვთქვი, რომ ვანო მერაბიშვილი იყო გავლენიანი ფიგურა ქვეყანაში და არსებობდა რისკი, რომ ის ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე, ამ საქმის მნიშველოვან მოწმეებზე.
_ მაგრამ თუ არ იარსებებს ოპოზიცია?
_ როდესაც გამოძიება ფიქრობს, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ დაკავებულ პირს მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საკმარისი უნარი აქვს, ჩვენ ადვილად შეგვიძლია მივმართოთ წინასწარ პატიმრობას
_ თქვენ ამ კვირას, ბრიუსელში, ევროკომისიის კომისარს შტეფან ფულეს შეხვდით. რა გითხრათ მან ამ პრობლემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლაც არსებობს ბევრი შფოთვა აქ ბრიუსელში, რამდენადაც თქვენს ქვეყანაში აღარ დარჩა ოპოზიცია.
_ მე არ ვიტყოდი ამას. მე იმას ვგულისხმობ, რომ ეს ძალზე გაზვიადებულია და მე მესმის, საიდან მოდის ეს, მაგრამ რეალობა ასეთია - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ საერთაშორისო დამკვირვებელს, ნებისმიერ საერთაშორისო ექსპერტს ჩამოვიდეს საქართველოში, შეისწავლოს ეს საქმეები. ხომ იცით, სიმართლე ძალზე ძლიერია.
_ ხომ არ გაქვთ იმიჯის პრობლემა?
_ ეს ძალზე, ძალზე გაზვიადებულია. იქ არ არის რამდენიმე ათეული ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ შევიწყალეთ საშუალო და დაბალი რანგის თანამდებობის პირები, რაც შეეხება იმ ბატონებს, რომელთა მიმართ სასამართლო მიმდინარეობს, ჩვენ ამის მიზეზები გვქონდა. მაგალითად, დღეს მე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვარ და მოდით ვთქვათ, რომ 5 წელიწადში, ან 10 წელიწადში, ახალი მთავრობა მოვა ხელისუფლებაში და ისინი აღმოაჩენენ, რომ მე ჩავიდინე დანაშაული, უნდა ვიყო თუ არა პასუხისმგენელი ამისათვის? _ დიახ, რასაკვირველია, უნდა ვიყო პასუხისმგებელი იმისათვის, რაც გავაკეთე, რასაც ვაკეთებ ეხლა. ეს არის ჩემი კითხვა, ჩემი პასუხი და ასევე მინდა გავიმეორო, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, გვაქვს შესაბამისი სამართლებრივი სისტემა, პატივს ვცემთ კანონის უზენაესობა და გამჭვირვალობას.
_ 2008 წელს თქვენმა ქვეყანამ გადაიტანა ძალზე რთული დრო და გამანადგურებელი ომი რუსეთთან. ამის შედეგად სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გამოეყო საქართველოს კრემლის აშკარა დახმარებით. დღეს კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - უკრაინა ძალზე რთულ მდგომარეობაშია და ბევრი ხედავს ვლადიმირ პუტინის ჩრდილს უკრაინის გადაწყვეტილების უკან ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების ბლოკირებასთან დაკავშირებით. ამგვარად ჩემი შეკითხვაა, რას ურჩევდით უკრაინელ ხალხს, როგორაა შესაძლებელი ქაოსის თავიდან აცილება ამ ქვეყნისათვის?
_ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უკრაინა არის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ჩვენთვის, პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა. ჩვენ უკრაინასთან დიდი ისტორია გვაქვს და ჩვენ ძალზე შეწუხებულები ვართ ბოლოდროინდელი მოვლენებით ამ ქვეყანაში და ძალზე ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ჩვენს მოძმე ქვეყანაში სიტუაციის განვითარებას. ვფიქრობ, უკრაინის ხელმძღვანელობა, ოპოზიცია და ხალხი უნდა შეიკრობონ, დასხდნენ ერთ მაგიდასთან, ევროკავშირის მონაწილეობით და მათ ერთად უნდა მოძებნონ გამოსავალი. სხვანაირად, ეს ამ ქვეყანაში ქაოსს მოიტანს და ეს ამ ქვეყნისათვის ძალზე დრამატული, კატასტროფული იქნება.
_ გასული კვირის ბოლოს მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთი ევროპელ ლიდერებს შეეჯახა. რუსეთი დასავლეთს ოპოზიციის მხარდაჭერით, ძალადობის გაღვივებაში ადანაშაულებს. მართალია რუსეთი?
_ პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჩვენ ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ და ძალადობა არასდროს არის და არ იქნება მისაღები, არა აქვს მნიშვნელობა ის ოპოზიციისაგან მოდის, თუ მთავრობისაგან.
_ და ახლა ძალადობა მოდის ორივე მხრიდან, ასეა?
_ არა, არა, მე არ ვიტყოდი ამას. მე არ ვამბობ, რომ ის ორივე მხრიდან მოდის. არსებობენ კომპეტენტური უფლებამოსილი ორგანიები, რომლებიც გამოარკვევენ, საიდან მოდის ძალადობა.
_ გადავინაცვლოთ სოჭის ზამთრის ოლიმპიადისაკენ, რომელიც პარასკევს ვლადიმირ პუტინმა გახსნა. თბილისი, თქვენი დედაქალაქი, მხოლოდ 500 კმ-ითაა დაშორებული სოჭიდან, ქალაქიდან, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. ნება მომეცით, პირველ რიგში გკითხოთ, ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ სოჭი იდეალური ქალაქი იყო?
_ კარგი შეკითხვაა. ის არ იყო იდეალური პირველ რიგში ჩვენთვის, საქართველოსათვის, იმიტომ რომ ის მართლაც ძალზე ახლოა ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონთან - აფხაზეთთან. მეორეც, მართლაც ძალზე ძნელი იყო ჩვენთვის მიგვეღო გადაწყვეტილება ჩვენი გუნდის, ჩვენი სპორტსმენების სოჭში გაგზავნის შესახებ.
_ რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?
_ მოგახსენებთ, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ უნდა გავყოთ სპორტი და პოლიტიკა და ვთქვით, რომ ამით ისინი არ უნდა დიზარალდნენ ამით. ჩვენ ვთქვით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ ისინი უნდა გავაგზავნოთ და ასეც გავაკეთეთ. ჩვენ არ გამოვუცხადეთ ბოიკოტი სოჭის ოლიმპიურ თამაშებს, მაგრამ ჩვენი მთავრობის არცერთი ოფიციალური პირი იქ არ მიდის.
_ რაც შეეხება ტერორისტული თავდასხმების საშიშროებას ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, რუსეთთან უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობთ?
_ ჩვენ ძალზე აშკარად გამოვხატეთ, რომ სიამოვნებით ვითანამშრომლებდით, უსაფრთხოების სფეროშიც კი. ჩვენ ვთქვით, რომ მოხარულნი ვიქნებოდით გვეთანამშრომლა და მოხარულნი ვიქნებოდით ხელი შეგვეწყო სოჭის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებისათვის. ჩვენი მხრიდან, უსაფრთხოების ზომები გავაძლიერეთ. გასულ წელს ჩვენ პატრულირებას ვახორციელებდით და ვაკონტროლებდით სიტუაციას ჩვენი ტერიტორიის მიწებზე და ვფიქრობ, წარმატებასაც მივაღწიეთ.
_ რასაკვირველია, ქართული ღვინის შესახებ უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ ქართული ღვინო განსაკუთრებულად პოპულარულია რეგიონში, მაგრამ აკრძალვების გამო, თქვენი ღვინის დალევა სოჭში ვერ მოხერხდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ სოჭში ქართული ღვინოს წარმოდგენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების ძლიერი მომენტი იქნებიდა?
_ დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს ქართული ღვინის მხარდაჭერის დიდებული შესაძლებლობაა სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს და ვფიქრობ, ყველას ნამდვილად მოეწონება ის. იმედია, ჩვენ ვნახავთ ქართულ ღვინოს სოჭში, ოლიმპიურ თამაშებზე.
_ მაგრამ, რამდენადაც ჩვენ შეგვატყობინეს, წელს იქ არ იქნება ღვინო.
_ ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი.
_ თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ხართ. პრემიერის პოსტზე 31 წლის ასაკში დაინიშნეთ. თქვენი ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ თქვენ ქართველი მილიარდელის ბიძინა ივანიშვილი მფარველობის ქვეშ ხართ, რომელიც თქვენი ძალზე ძლიერი და ახლო მოკავშირეა. როგორ რეაგირებთ ამ კრიტიკაზე?
_ საქმე ასაკში კი არა, შრომასა და შედეგების მიღწევაშია. ერთს გეტყვით, როდესაც 23 წლის ვიყავი, ივანიშვილის ფონდის პრეზიდენტი გავხდი და შემდეგ რამდენჯერმე დავწინაურდი და ვიტყოდი, რომ ჩემი ასაკი, ჩემი წარმატების საიდუმლოა.