ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხუდონჰესის საკითხსაც გამოეხმაურა. როგორც კალაძემ განაცხადა, ხუდონჰესთან დაკავშირებით არ დაირღვევა მოსახლეობისა და ინვესტორის უფლებები.
მინისტრის ინფორმაციით, მოსახლეობას სამინისტრომ შესთავაზა 10-15 კაციანი ჯგუფის შექმნა, რომელთანაც შეხვედრის და საკითხის განხილვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ხდებოდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას და მოსახლეობასთან შეხვედრის სურვილი მანაც გამოთქვა.
"პირობას გაძლევთ, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული როგორც მოსახლეობის, ისე ჩვენი ქვეყნის და ინვესტორის ინტერესები. თუმცა, როდესაც შეხვედრა მზადდებოდა, მოსახლეობამ უარი განაცხადა. უახლოეს მომავალში, მე ვაპირებ ხაიშში ჩასვლას მოსახლეობასთან შესახვედრად", - განაცხადა კალაძემ.