1. როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა
ოპერატორ „"-ს მეშვეობით. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და გუგლი მოძებნის იმ ვებ-გვერდებს, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა.
მაგალითად: „მე გწერთ"
2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული
დაგავიწყდათ სიტყვა ციტატაში? ჩასვით მთელი ციტატა ბრჭალებში, გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად კი ვარსკვლავი * დაწერეთ. ციტატა დავიწყებულ სიტყვასთან ერთად მოიძებნება.
მაგალითი: „იყო არაბეთს * მეფე"
3. როგორი ვიპოვოთ სასურველი სიტყვა
უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა სიტყვა ვერტიკალურად, მათ შორის კი სლეში ჩასვით |.
მაგალითი: ანანასი | მწყერი | შამპანური
4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა რომელიმე წინადადებაში
გამოიყენეთ ოპერატორი სიტყვით „ამპერსანდი" - &. თუკი სიტყვებს ამპერსანდით შეაერთებთ, გუგლი მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადადებაში გვხვდება.
მაგალითი: ილიას ძეგლი & აკაკის
5. როგორ ვიპოვოთ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სიტყვას შეიცავს
სასურველ სიტყვას წინ პლუსი დაურთეთ და არ გაყოთ იგი space-ით. ძებნაში დაურთეთ რამდენიმე აუცილებელი სიტყვა.
მაგალითად: ალი და ნინო + ბულვარი
6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძებნიდან
სიტყვას წინ მინუსი დაურთეთ. შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვაც გამორიცხოთ
მაგალითი: მუმი ტროლი მულტფილმი - როკი - ლაგუტენკო
7. როგორ ვეძებოთ გარკვეულ საიტზე
ამისთვის გამოიყენეთ ოპერატორი site. ამ სიტყვის მერე აუცილებლად დაურთეთ ორწერტილი.
მაგალითი: საქართველოს კონსტიტუცია site: consultant(წერტილი)ge
8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები
გამოიყენეთ ოპერატორი mime. შეიყვანეთ ძებნაში mime, ორწერტილი და შემდეგ იმ ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ეძებთ. მაგალითად, pdf ან doc.
მაგალითად: განცხადება mime: pdf
9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია გარკვეულ ენაზე
ოპერატორ lang-ის მეშვეობით. lang- ის მერე დასვით ორწერტილი და დაწერეთ რა ენაზე ეძებთ დოკუმენტებს.
მაგალითად ვეფხისტყაოსანი lang:ru
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)