reportiori.ge - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:40
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
ავტორი:
04 აგვისტო, 2013. 11:41

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. გურიის  მთავარი სამმართველოს, ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1953 წელს დაბადებული ელგუჯა შ. ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დარგული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" შემცველი 17 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2 კილო და 700 გრამი ნედლი "მარიხუანა".
სამართალდამცველებმა ელგუჯა შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 19 საბრძოლო ვაზნით "გეკოს" ტიპის მცირეკალიბრიანი შაშხანაც ამოიღეს.
 განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) გამოძიება მიმდინარეობს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016