reportiori.ge - წერილი, რომელიც მოღალატე ქმარს ცოლისგან მაცივარზე დახვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:44
სხვადასხვა
წერილი, რომელიც მოღალატე ქმარს ცოლისგან მაცივარზე დახვდა
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 15:29

გთავაზობთ სახალისო წერილებს, რომელიც marao.ge-მ გამოაქვეყნა და სადაც წაიკითხავთ, რა მიწერა მოღალატე ქმარმა ცოლს.


წერილი მაცივარზე!

ძვირფასო, რა თქმა უნდა, გესმით, რომ მე ჩემი მოთხოვნილებები მაქვს, თქვენ კი, თქვენს 57 წლის ასაკში აღარ შეგიძლიათ ჩემი დაკმაყოფილება. პატივს გცემთ და ძალიან გაფასებთ, როგორც კარგ მეუღლეს. ამიტომაც ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვიმედოვნებ, არასწორად არ გაიგებთ იმ ფაქტს, რომ ამ საღამოს ჩემს 18 წლის მდივანთან ერთად სასტუმრო Comfotr Inn-ში გავატარებ. ძალიან გთხოვთ, ნუ გაბრაზდებით, თუ შუაღამისას დავბრუნდი სახლში".


როცა ქმარი სახლში მართლაც გვიან დაბრუნდა, მას სასადილო მაგიდაზე შემდეგი წერილი დახვდა:

 

ჩემო ძვირფასო მეუღლევ!

მივიღე თქვენი წერილი და დიდი მადლობა, რომ კეთილსინდისიერად შემახსენეთ ჩემი 57 წელი. ვისარგებლებ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ თქვენც 57 წლის ბრძანდებით. როგორც მოგეხსენებათ - მათემატიკას ვასწავლი ადგილობრივ კოლეჯში. მინდა შეგატყობინოთ, რომ იმ დროს, როცა ამ წერილს კითხულობთ, მე ვიქნები სასტუმრო Fiesta-ში ერთ-ერთ ჩემს სტუდენტთან, მაიკლთან ერთად, რომელიც პარალელურად, ჩოგბურთის მწვრთნელიც არის. ის ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა და როგორც თქვენი მდივანი, ისიც 18 წლის არის. როგორც წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის მათემატიკა, არ გაგიჭირდებათ იმის მიხვედრა, რომ ჩვენ ერთნაირ სიტუაციაში ვიმყოფებით, ოღონდ ერთი პატარა სხვაობით - 57-ში 18 იმაზე ბევრად მეტჯერ შედის, ვიდრე -  57  18-ში. ამიტომაც მე სახლში ხვალამდე ვერ დავბრუნდები".

 



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016