ამერიკა ახალმა სკანდალმა მოიცვა - ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მომღერალ ბიონსესთან რომანში ადანაშაულებენ. მომღერალი დიდი ხანია მეგობრობს ობამასთან. მან პრეზიდენტის 2009 წელს ინაუგურაციაზეც იმღერა.
Lifenews-ის ინფორმაციით, ამერიკული მედია ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს იძიებს და დღედღეზე ფაქტების გამოქვეყნებასაც გეგმავს. ამ პროცესში ისეთი რეიტინგული გაზეთები არიან ჩართულები, როგორიცაა „ვაშინგტონ პოსტი", თუმცა გაზეთის რედაქციამ მალევე უარყო ჭორები.
ბიონსესა და ბარაკ ობამას რომანის შესახებ ეჭვი პირველად ფრანგმა ფოტოგრაფმა პასკალ როსტენმა გამოთქვა, რომელმაც ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი გამოიჭირა მეუღლის ღალატში.
ობამას და ბიონსეს გარშემო გავრცელებულ ჭორებს ამერიკაში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ოფიციალური ვიზიტი დაემთხვა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ოლანდი ამერიკაში პირველი ლედის გარეშე ჩაფრინდა. ერთი თვის წინ ოლანდის მეუღლემ მასთან ურთიერთობა ღალატის გამო გაწყვიტა. ბარაკ ობამაც კოლეგას მარტო შეხვდა. პოლიტიკოსებმა ერთად დაათვალიერეს ამერიკის მესამე პრეზიდენტის თომას ჯეფერსონის სახლ-მუზეუმი.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება მიშელ ობამასთან. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. ბიონსესაც ჰყავს მეუღლე ჯეი ზი, რომელთანაც გოგონა ჰყავს.
გამოცემა Marie Claire-ის მიხედვით, გამოკითხვების შედეგად, 2013 წლის ყველაზე გავლენიან წყვილად, ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი მიიჩნიეს, მესამე ადგილზე კი სწორედ ბიონსე და მისი მეუღლე ჯეი ზი გავიდნენ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)