reportiori.ge - ხატია ვედმედევა ახალ სკანდალში ეხვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:49
რეგიონები
ხატია ვედმედევა ახალ სკანდალში ეხვევა
ავტორი:
11 თებერვალი, 2014. 18:11

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის მმართველს ხატია ვედმედევა სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.


აღნიშნულის შესახებ ნაციონალმა" კოტე რატიანმა დღეს, პარტიის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვედმედევამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ოპერის თეატრის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 15 მილიონი ლარიდან მხოლოდ რამდენიმე მილიონი აითვისეს. მისი თქმით, თეატრის რეაბილიტაციისათვის 3 მილიონ 650 000 ლარი იყო გამიზნული, ხოლო ვედმედევას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

 

ხატია ვედმედევა ხელისუფლების წარმომადგენელი და მათი პოლიტიკური გუნდის წევრია. ჩვენ მას არც ვპასუხობთ, რადგან არ ვთვლით ამის ღირსად, თუმცა არ გვინდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შევიდეს იმ სიცრუით, რომლის ტირაჟირებასაც ვედმედევა ახდენს", - განაცხადა კოტე რატიანმა.


შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვედმედევას ყოფილი თანამშრომლები დაუპირისპირდნენ და ის ოპერის ხარჯზე ვალების აღებაში დაადანაშაულეს.

 

ოპერის თეატრის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი კი არა 15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაციაზე არა მხოლოდ ერთი ფირმა შპს დაგი" მუშაობდა, არამედ ბევრი სხვა ფირმაც. აღნიშნული საკითხით პროკურატურაა დაინტერესებული", - განაცხადა მაშინ ვედმედევამ.


ბრიფინგზე გაჟღერებულ 15 მილიონზე ინფორმაციას არ ფლობს ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი როზა დვალიშვილი.

 

რაც შეეხება ფინანსების საკითხს, ეს თემა მოიკითხეთ მერიაში, ისინი იყვნენ დამკვეთი, ტენდერებს ისინი აცხადებდნენ და ჩვენ მხოლოდ ადგილზე ვაკონტროლებდით...მე არ ვიცი რა დაჯდა თეატრის რემონტი, რადგან ფინანსებს მერია განკარგავდა, ხოლო მე ჩაბარებაზე უარი განვაცხადე, რადგან იყო საკითხები, რომელიც მოსაგვარებელი დარჩა და მქონდა პრეტენზია...", - აღნიშნა როზა დვალიშვილმა.

 




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016