თებერვლის დასაწყისში მასაჩუსეტსის შტატში, უესლის ქალთა კოლეჯში მამაკაცი გამოჩნდა. თავისთავად ეს ფაქტი არავის შეაშნებდა, რომ არა ერთი საღამო, როდესაც სტუდენტებმა საცვლების ამარა მამაკაცი თოვლში მუხლებამდე ჩაფლული დაინახეს და თან სახის ისეთ გამომეტყველება ჰქონდა, რომ ყველა მიხვდა, მას რაღაც უჭირდა.
თითქმის შიშველი მამაკაცი ამერიკელი მოქანდაკის, ტონი მატელის ჰიპერრეალისტური მთვარეულის სკულპტურა აღმოჩნდა. მხატვრის გამოფენა, რომლის ერთ-ერთი ფიგურა საცვლებიანი მამაკაცია, დევისის უნივერსიტეტში მიმდინარეობს. მუზეუმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფიგურა ქუჩაში განეთავსებინა იმისათის, რომ „ხელოვნებამ საგამოფენო დარბაზიდან რეალობაში გადაინაცვლოს".
თუმცა კოლეჯის რამდენიმე სტუდენტი ამ ფაქტმა არ გაახარა. სტუდენტების მიერ შედგენილ პეტიციაში მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ სკულპტურა მათ შინაგან სიმშვიდეს არღვევს და შიშს გვრის.
საბოლოო ჯამში, ცვილის ჰიპერეალისტურმა სკულპტურამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და კოლეჯში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. სტუდენტები მასთან ფოტოებს იღებენ და ზოგი მასზე ზრუნავს კიდეც.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)