reportiori.ge - კულტურის სამინისტროში წიგნის „გარგანტუა და პანტაგრუელი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:22
კულტურა
კულტურის სამინისტროში წიგნის „გარგანტუა და პანტაგრუელი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
11 თებერვალი, 2014. 19:05

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფრანგი მწერლისა და ჰუმანისტის ფრანსუა რაბლეს (1494-1553) ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნის გარგანტუა და პანტაგრუელი" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, წიგნის მთარგმნელი გურამ გოგიაშვილი, მწერლები, გამომცემლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


წიგნი გარგანტუა და პანტაგრუელი" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოიცა. მთარგმნელმა გურამ გოგიაშვილმა წიგნის თარგმნას სრული 30 წელი მოანდომა. ხუთწიგნეული ერთ წიგნად გამომცემლობამ ‘'ბაკმი'' გამოსცა. წიგნი გამდიდრებულია ცნობილი ფრანგი მხატვრის გუსტავ დორეს ილუსტრაციებით. გამოცემაში სულ 570 ილუსტრაციაა, რასაც დღემდე ქართულ საგამომცემლო სივრცეში ანალოგი არ გააჩნია.


 გარგანტუა და პანტაგრუელი" ევროპული აღორძინების მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც შუა საუკუნეების ფრანგულ ხალხურ შემოქმედებაზეა აღმოცენებული.


გარგანტუა და პანტაგრუელი" დანტეს თხზულების მსგავსად, თავისი დროის მხატვრული ენციკლოპედიაა, რომელმაც როგორც ფრანგული ლიტერატურისა და სალიტერატურო ენის ფორმირებაზე, ასევე თავად მსოფლიო ლიტერატურაზე მოახდინა გავლენა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016