reportiori.ge - ბათუმში ადვოკატებმა აქცია გამართეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:22
რეგიონები
ბათუმში ადვოკატებმა აქცია გამართეს
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 11:55

ბათუმის იუსტიციის სახლთან, სადაც პროკურატურაა განთავსებული, ადვოკატები შეიკრიბნენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო დაპირება საქმეების გამოძიების და სამართლიანობის აღდგენის კუთხით არ სრულდება.

 

ადვოკატი ედიშერ მახარაძე მიიჩნევს, რომ აჭარის მთავარმა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა უწყება კარჩაკეტილ სისტემად აქცია და არღვევს კანონს მოქალაქეთა მიღების ნაწილში.

 



ადვოკატთა კორპუსი უკმაყოფილოა პროკურატურის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკით. საზოგადოება ელოდება სამართლიანობის აღდგენას, რასაც ვერ აღწევს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეცდომაში ვართ შეყვანილი ამ მხრივ წინასაარჩევნო დაპირებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი არ ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას. მან პროკურატურა კარჩაკეტილ დაწესებულებად აქცია. არ ასრულებს ავტონომიური რეპუბლიკის დებულების მეოთხე მუხლის მეორე ნაწილს, მოქალაქეთა მიღების და სხვა უფლებამოსილების განხორციელების ნაწილში. რაც იწვევს ბუნებრივ რეაქციას, რომ ეს არის ისეთივე დაწესებულება, როგორიც იყო ზურაბ ადეიშვილის დროს“, - აღნიშნა ედიშერ მახარაძემ.

 

ადვოკატებმა აჭარის პროკურორს მათი მოთხოვნები წერილობით გაუგზავნეს, რომელშიც განმარტებულია, რომ თუ უწყება არ გაიხსნება, ადვოკატები შოთა ტყეშელაშვილის გადადგომას მოითხოვენ. როგორც ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ აღნიშნა, პროკურატურის ჩაკეტვის პოლიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

 

 

რაც შეიცვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ დაიწყო შერჩევითი გამოძების აღზევება და უსამართლობა. ვფიქრობ, ამაში დამნაშავე არ არის მხოლოდ პროკურატურა, ეს არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკა“, - აღნიშნა დავით ჯაფარიძემ.



 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016