სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ახალგაზრდებს საპატრიარქოს ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადგებისას ბრძანა, საპატრიარქოსთან უნდა ჩამოყალიბდეს ახალგაზრდული ცენტრი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
"ამაზე ფიქრობს ხელისუფლებაც და ეს ცენტრი იქნება დამხმარე ქართული საზოგადოებისთვის. ახალგაზრდები, ვინც დაინტერსებულია სოფლის მეურნეობით, შეიკრიბეთ. მე ცოტა ხანში დავბრუნდები უცოხეთიდან, შეგხვდებით და განვიხილავთ თქვენს წინადადებებს. ძალიან გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის." - მიმართა პატრიარქმა საზოგადოებას.
უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას ადამიანის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ხშირად ვფიქრობთ ადამიანის შესახებ და ვერ ვხსნით იმას, ვინ არის ადამიანი. ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ცნებები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანი ძლიერია თავისი სულიერი სამყაროთი, მაგრამ ამავე დროს ძალიან უძლურია. ადამიანი შეიძლება ავიდეს ღმერთამდე და შეიძლება დაეცეს ჯოჯოხეთამდე, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს და ერთამენთს უნდა დავეხმაროთ", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ადამიანის გაძლიერების უპირველესი საშუალება ღვთის მადლი და სულიწმიდის მადლია, რომელიც "არის უძლურთა მკურნალი და ნაკლოვანთა აღმავსებელი"...
"თუმცა ასევე არსებობს ბუნებრივი საშუალებები ადამიანის გასაძლიერებლად - ჩვენი მიწა, ბუნება, სამყარო, მცენარეები, ხეები. ძველად, ხალხი, როდესაც დაიღლებოდა, დაჯდებოდა მუხასთან, მიეყრდნობოდა ბეჭებით და უარყოფით ძალას მუხა იღბდა თავის თავზე." - ბრძანა უწმინდესმა.