reportiori.ge - პაატა ბურჭულაძე 59 წლის გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:36
კულტურა
პაატა ბურჭულაძე 59 წლის გახდა
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 12:40



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 12 თებერვალს, 12:00 საათზე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის პაატა ბურჭულაძის იუბილე გაიმართება.

 

ამ დღისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოსული ავსტრიის თეატრების ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გეორგ შპრინგერი პაატა ბურჭულაძეს ავსტრიის სახელმწიფო ჯილდოს - პირველი ხარისხის საპატიო ჯვარი მეცნიერებასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისთვისგადასცემს. ის ასევე წარადგენს ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის მისალოც ტექსტს და საგანგებო წერილს პაატა ბურჭულაძის შესახებ.

 

ეს ჯილდო მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთა შორის მიღებული აქვთ ფრენკ სინატრასა და ჰერბერტ ფონ კარაიანს. საიუბილეო ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები.

 

პაატა ბურჭულაძის საიუბუილეო დღის ფარგლებში,14:00საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის უკვდავთა თაღში, ქართველი მომღერლის ხელის ანაბეჭდები გაიხსნება.

 

ქართველი ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე 1955 წლის 12 თებერვალს თბილისში დაიბადა.

 

მუსიკალური განათლება თბილისში მუსიკის პედაგოგ ოლიმპი ჭელაშვილთან მიიღო. უკვე როგორც მოწაფე დიდი წარმატებით მღეროდა თბილისის ოპერიისა და ბალეტის თეატრში. განსაკუთრებული ნიჭის გამო მიიღო სტიპენდია, რომლმაც მას საშუალება მისცა სწავლა გაეგრძელებინა მაინლანდში ჯულიეტა სიმიონატის და ედუარდო მულერის ხელმძღვანელობით.

 

1981 წელს მოიპოვა პირველი ჯილდო მუსიკალურ კონკურსში „Voci Verdiane“, ბუსეტო, იტალია. 1982 ოქროს მედლით გაიმარჯვა ცნობილ მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში. 1985 გაიმრჯვა ლუჩიანო პავაროტის კონკურსში, ფილადელფია, აშშ. ამ მნიშვნელოვანი კონკურსებში წარმატებების შემდეგ შეძლო ევროპის და ჩრდილოეთი ამერიკის სცენებზე წარმატებული გზის გავლა.

 

მისი სენსაციური დეპიუტი შედგა „კოვენტ გარდენ ოპერაში“, ლონდონში, სადაც შეასრულა რამფისის პარტია ოპერა „აიდაში“, ტენორი ვარსკლავის ლუჩანო პავაროტის რადამესის გვერდით. არანაკლები წარმატება შეხვდა მილანის „ლა სკალასა“ და ვენის სახელმწიფო ოპერაში. ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია „Salzburger Festspielen“-ზე, სადაც იგი შემდეგაც არაერთხელ გამოჩნდა საკონცერტო წარმოდგენებში. ბურჭულაძის კარიერის კიდევ ერთი მწვერვალი იყო მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში „ბორის გოდუნოვში“ მთავარი პარტიის შესრულება 1990/91 წლებში.



(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)



 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016