ციტრუსები
მაღალი მჟავიანობის გამო, მშიერ კუჭზე ციტრუსის მიღებამ შესაძლოა გასტრიტის წარმოქმნას შეუწყოს ხელი.
ბანანი
მასში ბევრი მაგნიუმია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას გამართულ მუშაობაში ეხმარება. თუმცა, ექიმების თქმით, უზმოზე ბანანის მიღებამ შესაძლოა კალციუმ-მაგნიუმის ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს.
უმი ბოსტნეული
მჟავები, რომელიც უმ ბოსტნეულში შედის კუჭს ზიანს აყენებს, მით უფრო თუ გასტრიტის ან მაღალი მჟავიანობის ნიშნები გვაქვს.
იოგურტი/მაწონი
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიაში ეს პროდუქტიც მოხვდა. საქმე ისაა, რომ დილით ორგანიზმს იოგურტსა და მაწონში შემავალი ბაქტერიები არ სჭირდება, შესაბამისად უზმოზე მისი მირთმევა ვერანაირ სარგებელს ვერ მოგვიტანს. უმჯობესია, ეს საკვები საუზმიდან 2-3 საათში ან საღამოს მივირთვათ.
ცივი სასმელები
დილით უმჯობესია თბილი სასმელები დავლიოთ, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ეს ბევრად უკეთესია.
ტკბილეული
დილიდანვე ტკბილეულის მიღება სისხლში შაქრის დონეს ამაღლებს. ახალგაღვიძებული ორგანიზმი და შესაბამისად კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის საჭირო დოზის გამომუშავებას ვერ ასწრებს.
ყავა
მშიერ კუჭზე ყავის დალევა არც ისე კარგი იდეაა. ის კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და კუჭის წვენის გამოყოფა მატულობს. დროთა განმავლობაში, შესაძლოა ამან გასტრიტი გამოიწვიოს.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)