მას შემდეგ, რაც ჯონ ბერლინს მოულოდნელად დაეღუპა 21 წლის ვაჟი ჯესი, რამდენიმე დღის წინ „youtube“-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც „Facebook“-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ერთადერთი თხოვნით მიმართავდა. მამის თხოვნა სწორედ გარდაცვლილ შვილს ეხებოდა.
„ოდესმე ჩაგიდენიათ სიგიჟე იმიტომ, რომ უკვე აღარ იცით, როგორ მოქცეულიყავით? ჩემი შვილი 2012 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა და ჩვენ ვერ ვახერხებთ მისი „ფეისბუქის“ გვერდის გახსნას. ერთადერთი, რაც გვინდა, ის არის, რომ ვნახოთ მისი ვიდეო. იქნებ თქვენ თავად გააკეთოთ ეს? მე არ მჭირდება მისი ანგარიშის გატეხვა, მთავარია, მისი ვიდეო ვნახო. ვთხოვ ჩემს მეგობრებს, გაავრცელონ ეს ვიდეო, იქნებ ვინმემ ნახოს. მე მხოლოდ ჩემი შვილის ვიდეოს ნახვა მინდა. მისი სახელია ჯესი ბერლინი. გთხოვთ, დამეხმაროთ. დიდი მადლობა“, -წერდა ის.
მამის ემოციურმა მიმართვამ შედეგი გამოიღო - „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)