პოპულარული ინტერნეტსაიტი „Modelsrating“, რომელიც მსოფლიოში ცნობილ, ან უცნობი მოდელების ბიოგრაფიას, პორტფოლიოსა და ფოტოსურათებს აქვეყნებს, ტატიანა შამრატოვაზე წერს.
საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც მოდელს ეხება, მითითებულია, რომ ტატიანა აფხაზეთში, საქართველოშია დაბადებული.
როგორც ბიოგრაფიიდან ირკვევა, ტატიანა საქართველოში დაიბადა, სადაც რუს დედასთან და ქართველ მამასთან, ინესასა და რუსლანთან ერთად ცხოვრობდა. როგორც საიტზე წერია, მისი იდეალური ბავშვობა მოულოდნელად იმ დღეს შეწყდა, როდესაც აფხაზურ-ჩეჩურმა დაჯგუფებებმა საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები წამოიწყეს.
ტატიანა მონაწილეობს ისეთი ცნობილი მოდის სახლების შოუებში, როგორიცაა: „Calvin Klein“, „Jimmy Choo“, „Oscar de la renta“ „Reiss“, „Voronin“, „Marlies Dekkers“, „VDP“, „Roza“, და სხვები. თანამშრომლობს შემდეგ კოსმეტიკური ბრენდის კომპანიებთან - „Tony & Guy“, „MAX Factor“, „Cosmo-cosmetic“, „Oriflame“ და „Avon“.
(მოამზადა ლილუ მოროტაძემ)