გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის, წმინდა სინოდის წევრის, მეუფე სერაფიმეს (ჯოჯუა) ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის მთავრობის გადაწყვეტილებას პრემიერის აპარატთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნისა და მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, კიდევ 4 რელიგიური ჯგუფის დაფინანსების საკითხზე საუბრობს.
„კონკრეტულად არ ვიცი, რა მიზნით შეიქმნა აღნიშნული სააგენტო, მისი შექმნის თაობაზე შემთხვევით გავიგე. დებულებაში რა წერია, არ ვიცი, მაგრამ თუ ეს სააგენტო გარკვეულწილად გაიმეორებს, წარსულში ეკლესიის გასაკონტროლებლად შექმნილი სპეციალურად აპარატის მოქმედებებს, ბუნებრივია, ეს სააგენტო ჩვენთვის მიუღებელი იქნება. რაც შეეხება სხვა კონფესიების დაფინანსებას, მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს ეხმარება, მაგრამ, როდესაც ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას უცხოეთში არცერთი ქვეყნის ადგილობრივი ხელისუფლება არ ეხმარება, მიმაჩნია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება, სხვა კონფესიებთან მიმართებაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას, ცოტა არ იყოს, არათანაბარ პირობებში აყენებს“, -აცხადებს მეუფე.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)