reportiori.ge - „უკვდავთა თაღში“ პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:32
კულტურა
„უკვდავთა თაღში“ პაატა ბურჭულაძის ანაბეჭდი გაიხსნა
12 თებერვალი, 2014. 17:37



საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა თაღში“  ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ხელის ანაბეჭდი გაიხსნა.

 

ღონისძიება მომღერლის იუბილეს მიეძღვნა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია ისეთი ბუმბერაზი ადამიანების ხელის ანაბეჭდების გვერდით როგორებიც არიან ელდარ შენგელაია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, კახი კავსაძე და გიგი ბერიკაშვილი მისი ანაბეჭდის არსებობა.

 

„ძალიან ამაღელვებელი დღეა ჩემთვის. ჯილდო ავსტრიიდან ჩამოვიდა და კულტურის სამინისტროში მივიღე. დიდი პატივია მითუმეტეს ოთარ მეღვინეთუხუცესის, გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძის და ელდარ შენგელაიას გვერდით ჩემი ანაბეჭდის არსებობა. მადლობა ყველას, ვინც ამის ღირსად ჩამთვალა და ჩემთან ერთად გაიზიარა ეს დიდი სიყვარული“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

 

ღონისძიებას ცნობილი ადამიანები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 

კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, ეს შესანიშნავი დღეა ყველასთვის.

 

„დღეს პაატას დაბადების დღეა და ეს შესანიშნავი დღეა ჩვენთვის. ეს წელი ოპერის წლად გამოვაცხადეთ და კარგად დაგვებედა ეს დღე. გვქონდა პატივი სამინისტროში მიგვეღო პაატა ბურჭულაძე თავის მეგობრებთან ერთად. კულტურის სამინისტრომ ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა პაატა ბურჭულაძეს. დღეს ვართ ამ მუზეუმში, სადაც შესანიშნავი ტრადიცია ჩამოყალიბდა და ანაბეჭდებს ჩვენი ქვეყნის დიდი შვილები ტოვებენ, მათ შორის პაატა ბურჭულაძეც“, - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

 

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდაძის განცხადებით, ანაბეჭდი გაიხსნა ნიშნად იმისა, რომ ვიდრე ქართული სასცენო ხელოვნება არსებობს, პაატა ბურჭულაძის დამსახურებისა და სახელის გარეშე წარმოუდგენელია ის.

 

„ეს არის სწორედ ის უკვდავება, რომელიც პაატა ბურჭულაძემ მოიპოვა“, - აღნიშნა კალანდაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ხელოვნების სასახლეში ანაბეჭდების დატოვების ტრადიცია წინა წელს ჩამოყალიბდა და მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ ამის პატივი, ვისაც ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. გარდა ამისა, პაატა ბურჭულაძე დღეს იუბილარია. მას 59 წელი შეუსრულდა.

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016