reportiori.ge - ეგვიპტოლოგებმა ფარაონების დინასტიის აქამდე უცნობი სამარხები აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 08:37
მსოფლიო
ეგვიპტოლოგებმა ფარაონების დინასტიის აქამდე უცნობი სამარხები აღმოაჩინეს
ავტორი:
12 თებერვალი, 2014. 17:58



ეგვიპტის ქალაქ აბიდოსში მომუშავე ამერიკელი არქეოლოგების ჯგუფმა ორი ფარაონის სამარხი აღმოაჩნა. სამარხების შესწავლის შემდეგ, მახლობლად ათობით ეგვიპტური სამეფო სამარხები აღმოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ, ფარაონების იმ დინასტიას ეკუთვნის, რომლის შესახებაც მხოლოდ თეორიულად საუბრობდნენ. აღმოჩენილი სარკოფაგი 60 ტონას იწონის.

 

ეგვიპტოლოგების აზრით, სამარხები ჩვენს წელთაღრიცხვამდე XX-XIX საუკუნეებში მოღვაწე ფარაონებს ეკუთვნის.

 

პროფესორ ჯოზეფ ვეგნერის განცხადებით, რომელიც ექსპედიციას ხელმძღვანელობს, აღმოჩენილი 60 ტონიანი სარკოფაგი შიგნიდან ვარდისფერი კვარცით არის დაფარული. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სარკოფაგი თავდაპირველად ფარაონ სობეკხოტეპ პირველს ეკუთვნოდა, ხოლო აღნიშნულ ფარაონს სარკოფაგი მოპარული ჰქონდა. თუ ვის ეკუთვნის აღმოჩენილი სამარხი ჯერჯერობით უცნობია.

 

ასევე აღმოჩენილია ახალი სამეფო სამარხი. რომელშიც 40-50 წლის მამაკაცის ნაწილები აღმოჩნდა. სარკოფაგს მისი სახელიც ეწერა: იოსერბირე, რას შვილი.

 

 

ექსპედიციის მონაწილეების თქმით, ადგილზე სულ 16 სამეფო სარკოფაგი მდებარეობს. 



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა) 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016