ქალაქი ალიპურდუარი, რომელიც ინდოეთს ეკუთვნის, საზოგადოების ყურადღების ინტერესი მას შემდეგ გახდა, რაც აღმოჩნდა, რომ იქ „ღმერთი“ ცხოვრობს.
35 წლის ჩანდრე ორაონი კუდით დაიბადა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთგვარ მინიშნებად მიიჩნია და იგი ინდუისტურ ღმერთ მაინუმს ჰანუმანას განსახიერებად ჩათვალა.
როგორც გამოცემა „Mirror“ წერს, ჩანდრეს კუდის სიგრძე 14,5 დუიმს, იგივე 36,83 სანტიმეტრს შეადგენს. ხალხის თქმით, ჩანდრეს ხეებზე სწრაფად ასვლის უნარი ამ ყველაფრის კიდევ ერთ დამამტკიცებელ არგუმენტს წარმოადგენს. მრავალი ადამიანი, რომელთაც ჩანდრეს ღვთიური საწყისების სჯერა, მზად არის ათასობით კილომეტრი დაფაროს, რათა მის სახლში მივიდეს და ე.წ. „ღმერთკაცს“ კუდზე ხელი მოკიდოს.
ბავშვობაში თუ ჩანდრეს კუდის გამო დასცინოდნენ, სამაგიეროდ ახლა ის „ღმერთკაცია“ და პატივს მიაგებენ სწორედ ამ კუდის გამო.
თავისუფალ დროს ჩანდრე პლანტაციაზე ჩაის კრეფით არის დაკავებული.
მისი ცოლის თქმით, ქმრის კუდი სულაც არ მოსწონს.
„ის არც ისე კარგად გამოიყურება. მშობლები დამეღუპა და სხვა გამოსავალი არ მქონდა, გარდა მასზე დაქორწინებისა“, - განაცხადა მან.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)