არაყი - ძლიერი, მიზანდასახული მარტოხელა და ერთგული ქალების სასმელია. თითქმის არასდროს თვრებიან და სათქმელს პირდაპირ ამბობენ. ყოველთვის იციან, რა სურთ ცხოვრებაში.
წითელი ღვინო - სექსუალური და ვნებიანი ქალების სასმელია. ერთი შეხედვით თავშეკავებულები, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სექსუალურები არიან და უამრავი ეროტიკული ფანტაზია აქვთ.
თეთრი ღვინო - ცივ და გულჩათხრობილ ქალებს უყვართ. მკაცრები და თავშეკავებულები არიან. კარგად იციან საკუთარი თავის ფასი და ყოველთვის იდეალურად აკონტროლებენ სიტუაციას.
ვისკი - უკომპლექსო და თავისუფალი ქალების საყვარელი სასმელია. ნელა, მაგრამ ხშირად ზომაზე მეტად თვრებიან.
კონიაკი - რომანტიკოსი და თბილი ქალების სასმელია, საკმაოდ სექსუალურები და მაცდურები არიან, ბავშვურობა ეშხს მატებთ.
შამპანური - კეკლუცი და პრანჭია ქალების სასმელია, უყვართ ფუფუნება და კომფორტი. ეტანებიან ტკბილეულს.
ლუდი - მეგობრულ და ძლიერ მანდილოსნებს უყვართ. უფრო კარგი მეგობრები არიან, ვიდრე პარტნიორები.
წვენი და მინერალური წყალი - ჯიუტი და მოწესრიგებული ქალების სასმელია. ისინი მუდმივად აკონტროლებენ და ზემოდან უყურებენ მამაკაცებს. საკუთარ თავში დარწმუნებული და ამაყები არიან.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)