თანამედროვე მეცნიერება არ ცნობს ზებუნებრივი ძალების არსებობას. თუმცა აქ წარმოდგენილი ფოტოსურათების რეალობაში ეჭვის შეტანა ყველაზე ურწმუნო მეცნიერსაც კი გაუჭირდებოდა. თქვენს წინაშეა ყველაზე ცნობილი ფოტოსურათების კოლაჟი, რომლებზეც მოჩვენებები არიან აღბეჭდილი.
ტაძარში
ეს სურათი გადაღებული იქნა ერთ-ერთი მღვდლის მიერ ნუაბაის ეკლესიაში(იორკშირი, ინგლისი). სურათმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან მოჩვენების სახე და მისი მზერის მიმართულება ეჭვის საფუძველს ბადებდა, რომ ეს იყო ერთმანეთზე დადებული ორი კადრი. მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ აქ გაყალბებას ადგილი არ აქვს.
იდუმალი გადასასვლელი
ტეხასის შტატში მდებარე სან-ანტონიოს რკინიგზის გადასასვლეზე მეტად უცნაური ლეგენდა არსებობს: ამბობენ, რომ გზატკეცილისა და რკინიგზის გადაკვეთაზე მოკლული იქნა რამოდენიმე ბავშვი და მათ სულებს აქაურობა ჯერჯერობით არ დაუტოვებიათ.
ენთუზიასტებმა შეისწავლეს ეს ადგილი და რამოდენიმე ფოტო გადაიღეს, მათგან ერთ-ერთზე აშკარად მოჩანს პატარა გოგონას მოჩვენება, მის ფეხებთან კი პლუშის სათამაშო დათუნიისმაგვარი გამოსახულებაა.
“ლედი ბრაუნი”
“ლედი ბრაუნის” ეს პორტრეტი ყველაზე ცნობილია ყველა დროის მოჩვენებების ფოტოებს შორის. ეს არის მოჩვენება ლედი დოროთი ტაუშენდისა, ლორდ ტაუშენდის ცოლისა. მეუღლეები ცხოვრობდნენ ნორფოლკში მე-18 საუკუნის დასაწყისში. არსებობს ლეგენდა, რომ გათხოვებამდე (და სავარაუდოდ მის შემდეგაც) დოროთის ჰყავდა საყვარელი, რის შესახებაც შეიტყო ქმარმა და ის საშინელი წამებით მოკლა.
ლორდი კომბერმერე
ფოტოზე მოსჩანს მამაკაცის ბუნდოვანი ფიგურა, რომელიც სავარძელში ზის. თვლიან, რომ ეს ლორდ კომბერმერეს მოჩვენებაა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში მეთაურობდა ბრიტანეთის კავალერიას.
ის დაიღუპა ცხენებით გადათელვის შედეგად.
ფრედი ჯეკსონი
ამ ფოტოზე სხვა ავიატორებთან ერთად მოსჩანს ავიამექანიკოსის ფრედი ჯეკსონის გამოსახულება, რომელიც უბედური შემთხვევით (ის მოკლა პროპელერმა) გარდაიცვალა სურათის გადაღებამდე 2 დღით ადრე. საიდან აღმოჩნდა მისი სახე ამ სურათზე, უცნობია.
მღვდელი
პენსიონერმა რალფ ხადმა ეს ცნობილი სურათი 1966 წელს გადაიღო.მას უბრალოდ სურდა ფირზე აღებეჭდა ელეგანტური სპირალური კიბე გრინვიჩის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში. თუმცა ფოტოს გამჟღავნების შემდეგ მასზე გამოჩნდა მოჩვენება, რომელიც კიბეზე ადის ზევით და მოაჯირს ორივე ხელით ეყრდნობა.ექსპერტებმა, მათ შორის “კოდაკის” ფირმიდან, გამოიტანეს დასკვნა, რომ ნეგატივზე არანაირი მანიპულაციები არ იყო ნაწარმოები. შემდეგში ამ კიბესთან არაერთი მსგავსი მოვლენა შეინიშნებოდა.
მოჩვენება მანქანაში
1959 წელს მეიბელ ჩინერმა დედის საფლავი მოინახულა, ხოლო იქედან წამოსვლის დროს მან თავის ქმარს მანქანაში გადაუღო ფოტოსურათი. გამჟღავნების შემდეგ მანქანაში მოჩვენება გამოჩნდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მეიბელის დედას.
სასაფლაოზე
ტერი კლენტონმა თავის მეგობარს სასაფლაოზე ფოტოსურათი გადაუღო. როცა ფირი გასამჟღავნებლად წაიღო, მისდა გასაკვირად უკანა პლანზე ადამიანის გამოსახულება გამოჩნდა, რომელსაც თავზე ქუდი ეხურა. რაკურსით და გამოსახულების სიმაღლით თუ ვიმსჯელებთ, ადამიანს ან ფეხები არ აქვს, ან მუხლებზე დგას, ან……მიწიდან ამოდის.
შვილის საფლავზე
ქალი, სახელად ენდრიუსი, იმყოფებოდა თავისი ქალიშვილის ჯოისის საფლავზე, რომელიც 17 წლისა გარდაიცვალა.იქ მას უცნაური არაფერი შეუნიშნავს, როცა საფლავის ქვის ფოტოსურათს იღებდა. სურათის დაბეჭდვის შემდეგ ენდრიუსი ლამის ჭკუიდან შეიშალა, როცა მარცხენა კუთხეში პატარა ბავშვის გამოსახულება შენიშნა. ის პირდაპირ ენდრიუსს უყურებდა ობიექტივში.
ბერი
ამ სურათის გადამღები ფოტოგრაფის თქმით, მაშინ, როცა სურათს იღებდა, ეკლესიაში აბსოლუტურად არავინ იყო. მოჩვენება სურათის დაბეჭდვის მერე გამოჩნდა. სავარაუდოდ, ის მღვდელია, რადგან შავებშია ჩაცმული.
ბაბუა
დენის რასელი შოკირებული დარჩა, როდესაც მის მიერ ბებიისათვის გადაღებულ ფოტოზე მის უკან გარდაცვლილი ბაბუის გამოსახულება ნახა. სულ ეს იყო…..მაპატიეთ, თუ ამაღამ მშვიდი ძილი დაგირღვიეთ.
წყარო: ucnauri.com
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)