რეგიონები
ნიკო კაჭკაჭიშვილმა ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულებაზე უარი თქვა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
13 თებერვალი, 2014. 12:24
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, დღეს მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
კაჭკაჭიშვილის განმარტებით, მას არ სურს მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ გარიგებებში და ამის გამო, პროცესებისგან გამიჯვნას ამჯობინებს.
ცნობისთვის: ნიკო კაჭკაჭიშვილი ამ თანამდებობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა გუშინ დანიშნა. ამ დროისათვის ქუთაისს მერის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომარე, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57