რეგიონები
გურიაში სტიქია მძვინვარებს
05 აგვისტო, 2013. 11:07
უამინდობამ გურიაში სერიოზული პრობლემები შექმნა. ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში მდინარე შუთიმ, ავტომანქანა გაიტაცა. ავტომანქანაში ორი ადამიანი იჯდა, მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალბატონი. სამაშველო სამსახურის ცნობით, ორივე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ლანჩხუთის სამაშველო სამსახურის უფროსის კახა ჯინჭარაძის თქმით, მდინარიდან ავტომანქანის ამოყვანის სამსაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში 15 ოჯახში დაიტბორა. ამ დროისთვის სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57