reportiori.ge - შრეკმა და ფიონამ რეალურ ცხოვრებაშიც იქორწინეს (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:27
ყვითელი
შრეკმა და ფიონამ რეალურ ცხოვრებაშიც იქორწინეს (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
13 თებერვალი, 2014. 15:02

შუახნის წყვილმა ინგლისის ქალაქ კინგზუინფორდიდან გადაწყვიტა, ზღაპარი აეხდინა და ისეთი ქორწილი გადაეხადათ, როგორც ანიმაციურ ფილმში „შრეკი".


ამ არაჩვეულებრივ ქორწილზე სტუმრები სხვადასხვა ზღაპრის გმირებად გარდასახულნი მოვიდნენ. ქორწილზე იყვნენ „ფიფქია" და „ჯეკ ბეღურაც" კი.


44 წლის ამანდამ და 39 წლის ნეითანმა საკუთარი 8-წლიანი სიყვარულის ისტორისა და თანაცხოვრების ფინალად ასეთი ქორწილი შეარჩიეს, რასაც საქვემლოქმედო ხასიათი მისცეს და მათი მეგობრების დახმარებით შეძლეს დახმარებოდნენ კიბოთი დაავადებულებსაც.


კინგზუინფორდის მაცხოვრებლები დიდი ხანია ჩართულნი არიან მსგავს ქველმოქმედებაში. მას შემდეგ, რაც „შრეკი" ნახეს, იდეა მოუვიდათ, თუ როგორ მიექციათ საზოგადოების ყურადღება.


ბედის ირონიით, იმ დროს, როცა ამანდა და ნეითანი ქორწილის სცენარზე მუშაობდნენ, ამანდას დას მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამ ფაქტმა ამანდა შოკში ჩააგდო, თუმცა გადაწყვიტა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა.

 

 

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016