reportiori.ge - უჩა ნანუაშვილი: მეცამეტე საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში მცოხვრები 22 ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფას მოითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:48
საზოგადოება
უჩა ნანუაშვილი: მეცამეტე საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში მცოხვრები 22 ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფას მოითხოვს
ავტორი:
05 აგვისტო, 2013. 11:35

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ნაძალადევის რაიონის გამგეობას ყოფილ მე-13 საჯარო სკოლის შენობაში მცხოვრები ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართავს. 

"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21- მუხლის "" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სოციალურად დაუცველ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ლერი დემეტრაშვილსსაქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა თბილისში, ღოღობერიძის . #3-ში (ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობა) მცხოვრები უსახლკარო მოქალაქეების წარმომადგენელმა ვახტანგ თალაკვაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამოსახლებასთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის მიზნით, 2013 წლის 24 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს ღოღობერიძის ქუჩის #3-ში მცხოვრები მოსახლეობა. შენობაში მცხოვრები 30 ოჯახი რეგისტრირებულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ ზღვრული სარეიტინგო ქულები. სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ დაკავებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას2013 წლის 29 ივლისს შსს- თბილისის მთავარი სამმართველოს ტერიტორიული ორგანო, უძრავი ქონების მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლებას ახორციელებდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ადგილზე მისვლისას გაირკვიეს, რომ 8 ოჯახი დაკმაყოფილებულ იქნა ალტერნატიული თავშესაფრით და მათ ნებაყოფლობით დატოვეს ტერიტორია. დარჩენილი 22 ოჯახის განცხადებით, შერჩევა არაობიექტურად მოხდააღსანიშნავია, რომ ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობიდან გამოსასახლებელი ოჯახების წევრთა შორის არიან მძიმე ავადმყოფები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები და არასრულწლოვნები. ისინი იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა და მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ თავშესაფრის მოძიება. ამდენად, წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებსაც სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მათი სოციალური უფლებების რეალიზაციის მიზნით, ადეკვატური დახმარება ესაჭიროებათ"სოციალური დახმარებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის "" ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკაროდ დარჩენილი პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამდენად, უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებაროგორც ცნობილია, ამჟამად თბილისის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობას თავისუფალი საბინაო ფონდი არ აქვს, თუმცა რესურსების ნაკლებობა არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. სახელმწიფოს ეკისრება მინიმალური ძირითადი ვალდებულება - მინიმალურ დონეზე მაინც უზრუნველყოს თითოეული უფლების განხორციელებასაქმეზე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გზით ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს თბილისში, ღოღობერიძის ქუჩის #3-ში (ყოფილი მე-13 საჯარო სკოლის შენობა) მცოხვრები 22 ოჯახის სწრაფად და ეფექტურად თავშესაფრით უზრუნველყოფა." - ნათქვამია განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016