გარდაბნის გამგეობაში ახალი სამუშაო კვირა ხმაურით დაიწყო. თანამდებობიდან გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე, ტელმან გასანოვი გაათავისუფლეს. პროსტესტის ნიშნად თანამდებობა გამგებლის საფინანსო განყოფილების უფროსმაც დატოვა. გამგეობის ახლა უკვე ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ რაიონის თვითმმართველ ორგანოებს ამ დრომდე „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მართავენ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ავიწროებენ. ტელმან გასანოვი და მარინა პირველი ამომრჩევლებს დაპირების ვერ შესრულებისთვის ბოდიშს უხდიან და პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გასანოვი დღეს მხარდამჭერებთან ერთად გარდაბნის გამგეობასთან მივიდა და აქცია გამართა. ტელმან გასანოვის განცხადებით, ის "ქართული ოცნების" აქტივისტი და წევრი პარტიის დაარსების პირველივე დღიდან იყო, გარდაბნის საკრებულო კი კვლავ "ნაციონალებისგან" შედგება.
„ქართული ოცნების" წარმომადგენელი, გამგებელი გელა ხუციშვილი მოხსნეს თანამდებობიდან ისევ უშიშროების ხალხი მოიყვანეს, უშიშროების პოლკოვნიკი ნუგზარ ჩადუნელი დანიშნეს დღეს გამგებლად. მოსვლიდან ერთ საათში დამიწერა განთავისუფლების ბრძანება. მე მომხსენს სამსახურიდან და „ნაციონალური მოძრაობის" ხალხი მოიყვანეს",- განაცხადა გარდაბნის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, ტელმან გასანოვმა. პროტესტის ნიშნად, თანმდებობა გამგეობის თანამშრომელმა მარინა პირველმაც დატოვა. „ დღეს დავწერე განცხადება და დავოტვე თანმდებობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნებიდანაც" მივდვიარ. ვიბრძოლე და ქუჩაში გამოვედი იმისთვის, რომ ის მიწების მაფია, რაც გარდაბანში იყო, როგორმე დაგვემარცხებინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით,"- აცხადებს გარდაბნის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, მარინა პირველი.