reportiori.ge - ახლა უკვე „უბან-უბან“ – ძველი „პიარ-პიარით“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:56
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ახლა უკვე „უბან-უბან“ – ძველი „პიარ-პიარით“
13 თებერვალი, 2014. 17:31

თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი უკვე მეორედ არ დაამტკიცა.

მერიის ჩინოვნიკები განრისხდნენ: რახან ასეა, ხალხს ვკითხოთ და მათგან გავიგოთ სიმართლე, მათ განსაჯონ, ვინ არის ჩვენში მტყუანი და ვინ მართალიო.



რა ვქნა, ჩემო ძვირფასო მკითხველო! უკვე მერამდენედ ვუმტკიცებთ ერთმანეთს, არ მოგვჩვენებია, არც მოგვლანდებია, ეს ადამიანები არ იშლიან თავისას და ისევ ხალხის სახელით ლაპარაკობენ-თქო.



აგერ, ქალბატონ სევდია უგრეხელიძეს მოუსმენ თუ არა, იმ წუთშივე მიხვდები კაცი, რომ ცხადში ხარ და არა სიზმარში.

„...ახლა, როცა დავეთათბირებით მოქალაქეებს, შევალთ ყველა უბანში, იმედი მაქვს, რომ უფრო მეტ ინფორმაციას ავკრებთ და შევძლებთ, რომ კიდევ უფრო უკეთესი ბიუჯეტი შევადგინოთ, თუმცა არ ვართ დარწმუნებული, რომ იგი მიღებული იქნება, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა იყოს ხალხთან შეთანხმებული ბიუჯეტი".


ძალიანაც რომ გინდოდეს, ამას დემაგოგიასაც ვეღარ დაარქმევ!


თქვენს მტერს და ავს ჰქონდეს ის დღე, მე რომ ახლა ქალაქის მერიას დავაწევ, ამ შედევრის შეფასებას სიტყვა-სიტყვით თუ გავყევი. ერთი კია, სევდია უგრეხელიძე, მერე რა რომ ჩინოვნიკია, მაინც ქალბატონია და იქნებ ამჯერად, არც არაფერი მეთქვა მით უმეტეს, მაშინ როცა, ყველამ ვიცით „ნაცების" უკიდეგანო უტიფრობის შესახებ, მაგრამ პროფესიულ თავმოყვარეობას რა ვუყო? ასეთი მსუყე ლუკმის ხელიდან გაშვება მეც ისევე მიჭირს, როგორც გიგი უგულავას ბიუჯეტიდან მოპარული ფულების (მერე რა ფულების) უკან დაბრუნება.



ქალბატონო სევდია!



ბიუჯეტის პროექტის ორჯერ ჩაგდების შემდეგ, მესამე „პაპიტკად" ხალხში გასვლისა და უბან-უბან იმის გამოკითხვისას, როგორი ბიუჯეტი გნებავთო, კითხვითვე რომ გიპასუხონ, აქამდე რას მიკეთებდითო, ხომ იქნება სეირი? მეორეც: ამჯერად, ჭადრაკის სასახლის, დიღმის ჭალების (თუ დარჩა რაიმე), თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და კიდევ, კაცმა რომ არ იცის, რისი გასხვისებით, ბიუჯეტის შევსებას რომ გეგმავთ, ამის თქმას თუ აპრებთ მოსახლეობისათვის?



მერიის ხელმძღვანელობას ასაკობრივი სკლეროზი, წესით, არ უნდა სჭირდეს. ესეც არ იყოს, გულმავიწყობის მიზეზი, ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობა უფროა ხოლმე. სწორედ ასეთი „გულმავიწყობაა" საფუძველი, ვერაფრისდიდებით რომ ვერ იხსენებს „ნაციონალური მოძრაობა" იმას, თუ როგორ გაყიდა უგულავამ მხოლოდ 2007 წელს 40 საბავშვო ბაღი; როგორ გააუქმა თბილისსა და მის შემოგარენში სარეკრეაციო ზონები და ამის გამო, სადაც გინდა, რომელ ხესაც გინდა იმას მოჭრი; 2007 წელი თბილისის მერიამ სწორედ აქტივების გაყიდვით მიღებული 250 მილიონი ლარით, რომ დაასრულა; ორი ათასზე მეტი ე. წ. „მკვდარი სული" თვეში ათასობით ლარს, ახლა მათგანვე „უბან-უბან მოსაფერებელი ხალხის" ხარჯზე რომ იღებდა; და საერთოდ, მუხლი, რომ არ არის სისხლის სამართლის კოდექსში ისეთი, კონფლიქტში რომ მოდიოდეს „ნაცების" ჩადენილ ყველა უბედურებასთან, ამაზე არც უფიქრიათ. ვერც იფიქრებდნენ, რადგან ეს ხალხი აზროვნებით კი არა, სხვისი ბრძანების უსიტყვოდ შესრულების უნარით იყო შერჩეული. მბრძანებლის გარეშე ამპლუაში ყოფნა კი ძალიან გაუჭირდათ. ამიტომაც არის მათი, თითქმის, ყველა განცხადება „განუმეორებელი".



ქართველებს არც სამშობლოს სიყვარული დაუკარგავთ, არც სინდისი და არც მახსოვრობა. არ ვურჩევდი, ახლა, მერიიის მაღალჩინოსნებს კარდაკარ სიარულს (თუ ამას მართლა აპირებენ), რადგან ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს და წინასწარი გაფრთხილების გარეშე - გამასწარი ახლა აქედან - ვინმეს შეიძლება კეტიც მოხვდეს ზურგში.



და საერთოდ, „ნაცების" ეს ბოლოდროინდელი „ხალხისკენ შემობრუნებები" ერთ ანკედოტურ იგავს წააგავს:

მაიმუნებმა ადამიანურად მოქცევა გადაწყვიტეს. ფრაკებსა და ცილინდრებში გამოწყობილებმა ზრდილობა მოიმარჯვეს, ჯუნგლებში ერთმანეთსა და გამვლელ-გამომვლელს ზრდილობიანად ესალმებობდნენ. ამის შემხვედვარე ლომმა თავის ამალას გადაულაპარაკა: ვერა და ვერ მოიშალეს ამათ მაიმუნობაო!

გავაგრძელო?!


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016