„თიბისი სტატუსი" ხვალიდან თბილისის ჯაზ სერიებს იწყებს. ჯაზის მოყვარულებს 4 დაუვიწყარი კონცერტი ელით. 14 თებერვალს ჯაზ სერიებს ჯო ლოკი საკუთარ ბენდთან და ვოკალისტ კენი ვაშინგტონთან ერთად გახსნის, რომლებიც თბილისს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევიან. ლოკი ახალი შემადგენლობით ეწვევა თბილისს და შემდება მათი ახალი ალბომის პრემიერა. მუსიკოსის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://bit.ly/JoeLocke.
13 მარტს კონცერტს პანამელი ვირტუოზი პიანისტი დანილო პერესი შემოუერთდება. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნოვატორი მუსიკოსი. მუსიკოსის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://bit.ly/DaniloPerezjazseries
27 აპრილს თბილისს ცნობილი ბასგიტარისტი ვიქტორ ვუტენი ეწვევა. ის „გრემის" ხუთგზის მფლობელი მუსიკოსია, რომელსაც კაჯო პასტპრიუსის შემდეგ ყველაზე ნოვატორ ბასგიტარისტად მიიჩნევენ. მუსიკოსის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://bit.ly/VictorWootenjazz
17 მაისს ჯაზ სერიებს ტერენს ბლანშანდის ბენდი დახურავს. ის აკუსტიკური ჯაზის ცნობილი შემხრულებელია, რომელიც „გრემისა" და „ემის" ჯილდოების მფლობელია. მუსიკოსის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://bit.ly/TerenceBlanchardjazz