ივნისში ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი საფეხბურთო კლუბ „ჰერტას" დატოვებს. კობიაშვილის სურვილის მიუხედავად, რომ კლუბში ასპარეზობა კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს, „ჰერტას" სპორტული დირექტორი მიხაელ პრეეტცი ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს.
"ზაფხულში ყველაფერი დასრულდება. ლევანი დიდ საქმეს აკეთებს გუნდში, როცა ის საჭირო ხდება, მაგრამ ის მალე 37 წლის გახდება. ასეთ ასაკში კი ბუნდესლიგაში თამაში უკვე შეუძლებელია",- განაცხადა პრეეტციმ.
აღსანიშნავია, კობიაშვილის შრომითი ხელშეკრულება „ჰერტასთან" თანამშრომლობას 2014/2015 წლებშიც მოიცავს, თუმცა არა საფეხბურთო მოედანზე.
"მე და ლევანმა უკვე ვისაუბრეთ პირისპირ ამ თემაზე. თავად ლევანი სპორტულ მენეჯმენტს აქტიურად სწავლობს. ის მომავალში ფეხბურთში ხედავს თავს, ოღონდ არა მწვრთნელად. საშუალო ვადით ის საქართველოში აპირებს ამ კუთხით მოღვაწეობას",- განაცხადა მიხაელ პრეტციმ.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)