„Tbilisi, I Love You" - ამ სახელწოდების ფილმის პრემიერა, რომლის ეკრანებზე გამოსვლას მაყურებელი დიდი ხანი ელოდა, გუშინ შედგა. კინოთეატრ „ამირანში" გამართული პრემიერა მოკრძალებულ ხასიათს ატარებდა. ფილმის მთავარი პროდიუსერი და იდეს ავტორი დავით აგიაშვილი პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაიცვალა.
ფილმი კინოთეატრის სცენაზე დავით აგიაშვილის შვილმა რეჟისორმა ნიკა აგიაშვილმა პროექტში მონაწილე სხვა რეჟისორებთან და მსახიობებთან ერთად წარადგინა.
10 მოკლემეტრაჟიანი სიუჟეტი, რომელიც საბოლოოდ ერთ პროექტში გაერთიანდა, ქართველმა რეჟისორებმა: ნიკა აგიაშვილმა, ირაკლი ჩხიკვაძემ, ლევან ღლონტმა, ალექსანდრე კვირიამ, თაკო შავგულიძემ, კოტე თაყაიშვილმა და ლევან თუთბერიძემ შექმნეს. სიუჟეტები თბილისურ ისტორიებზეა.
ქართველ მსახიობებთან ერთად ფილმში მონაწილეობა ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობებმაც მიიღეს - რონ პერლმენიმ, მალკოლმ მაკდაუელიმ, სარა დიუმონტიმ და ჯორჯ ფინიმ - იგივე გიორგი აგიაშვილმა. დავით აგიაშვილის ვაჟს, გიორგი აგიაშვილს, უცხოელი მაყურებელი არაერთი ფილმიდან იცნობს.
„Tbilisi, I Love You" ეს არაა სარეკლამო ფილმი ლამაზ ქალაქზე, სადაც ყველა ბედნიერია. ეს ყოველდღიურ ხშირ შემთხვევაში მოსაწყენ ერთფეროვნებაში ჩაკეტილი ჩვეულებრივი ადამიანების რეალური ცხოვრებაა, რომლებსაც ერთი რამ აქვთ საერთო - თბილისი!