reportiori.ge - იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:49
მსოფლიო
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
ავტორი:
14 თებერვალი, 2014. 11:03

იტალიის პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტა თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შემდეგ ბიბისი" ავრცელებს. იტალიის პრემიერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა დემოკრატიულმა პარტიამ" ახალი მთავრობის ფორმირებას მხარი დაუჭირა.


პარტიის გუშინდელ სხდომაზე ახალი მთავრობის ფორმირების ინიციატივით დემოკრატიული პარტიის" ლიდერი მატეო რენცი გამოვიდა.


ენრიკო ლეტას განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ოფიციალურად დღეს მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯიო ნაპოლიტანოს.


ბიბისის" ინფორმაციით, ბოლო პერიოდში იტალიის პრემიერ-მინისტრსა და დემოკრატიული პარტიის" ლიდერს შორის ურთიერთობები დაიძაბა. რენციმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაადანაშაულა, რომ ვერ შეძლო იტალიის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.


პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ ენრიკო ლეტას სწორედ მატეო რენცი შეცვლის.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016