მედია
ტელეკომპანია „მაესტრო“ 19 წლის გახდა
ავტორი: ლილუ მიროტაძე
14 თებერვალი, 2014. 11:36
ტელეკომპანია „მაესტრო“ 19 წლის გახდა. სტუდია „მაესტრო“ 1995 წელს დაარსდა. ის ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხებზე სხვადასხვა გასართობი გადაცემებით.
2001 წელს „მაესტრომ“ ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ეთერში პირველად საქართველოში შექმნა მუსიკალურ-გასართობი არხი. შემდეგ კი მოღვაწეობა გააგრძელა ტელეკომპანია „ევრიკაზე“. სტუდია „მაესტროს“ განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი, რამდენიმე სატელევიზიო თამაში და ლატარეა. „მაესტრო“ ყოველთვის ითვლებოდა ნოვატორ სტუდიად. მან პირველმა საქართველოში შექმნა იუმორისტულ-სატირული გადაცემა „პა-სეანსი“, ასევე პირველმა გააკეთა მუსიკალურ-გასართობი არხი და პირველმა შესთავაზა მაყურებელს საქართველოს ისტორიაში პირველი რეალური შოუ „ამტანი“.
12 თებერვალი, 2016. 00:39
09 თებერვალი, 2016. 23:38
09 თებერვალი, 2016. 18:37
09 თებერვალი, 2016. 18:01
09 თებერვალი, 2016. 12:11
09 თებერვალი, 2016. 12:07
08 თებერვალი, 2016. 20:35
08 თებერვალი, 2016. 16:25
08 თებერვალი, 2016. 12:14
07 თებერვალი, 2016. 15:44
05 თებერვალი, 2016. 12:05
05 თებერვალი, 2016. 11:31
05 თებერვალი, 2016. 11:05
04 თებერვალი, 2016. 12:51