ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის შოუში“ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა იყვნენ მიწვეულები. წყვილმა მათი სიყავრულის ისტორიაზე ისაუბრა. სალომემ კი რჩეულს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა - პატარა ლეკვი აჩუქა, რითაც გიორგი ძალიან აღფრთოვანდა და აღნიშნა, რომ მთელი თვეა, წუწუნებდა პატარა ლეკვი ეჩუქებინა ვინმეს.
უახლოეს მომავალში წყვილი ჯვრისწერას გეგმავს. სალომე და გიორგი ახალი წლის შემდეგ ერთად ცხოვრობენ.
წყვილი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროს დაახლოვდა. გიორგი და სალომე ერთად ცეკვავდნენ, თუმცა როგორც გიორგი აღნიშნავს, მათ შორის მაშინ მხოლოდ მეგობრობა იყო. მისი თქმით, ორივე - ისიც და სალომეც ეცადნენ, ადამიანებთან, რომელთანაც იმ დროს სიყვარული აკავშირებდათ, ცივილურად მოქცეულიყვნენ და ყველაფერი უმტკივნეულოდ დაესრულებინათ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)