reportiori.ge - შუმახერის ცოლი წერილს ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 07:08
მსოფლიო
შუმახერის ცოლი წერილს ავრცელებს
ავტორი:
14 თებერვალი, 2014. 18:31



ზუსტად 46 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხაელ შუმახერი კომაშია. 45 წლის შუმის ოჯახი ოპტიმისტურადაა განწყობილი. შუმის მეუღლემ, კორინა შუმახერმა გუშინ საღამოს განცხადება გაავრცელა - ეს გახლავთ პირველი ოფიციალური კომენტარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

 

მიხაელის ოჯახი მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი მდგომარეობით შეწუხებულია. თქვენი თანადგომა ოჯახს ძალიან ეხმარება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეხმარება თვითონ მიხაელსაც, რომელიც ჯერ კიდევ კომაშია. კომიდან გამოყვანის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, - ნათქვამია შუმახერის ოჯახის განცხადებაში, რომელსაც Auto Bild ავრცელებს.

 

შუმახერ თხილამურებით სრიალისას 29 დეკემბერს, მერიბელში (საფრანგეთი) დაეცა, თავი ქვას დაარტყა და მას შემდეგ ტვინის ორი ოპერაცია გაუკეთეს. მიხაელი გრენობლის კლინიკაში წევს.

 

ისევე, როგორც ასეთი შემთხვევების უმეტესობაში, ერთმანეთისგან ყველა დღე განსხვავდება. ოჯახი გთხოვთ ყველას, გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ სამედიცინო დეტალებზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ გვჯერა, რომ მიხაელი გამოჯანმრთელდება და სრულ ნდობას ვუცხადებთ ექიმებს, მედდებსა და მომვლელებს. მთავარი ის კი არ არის, რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდება შუმი, არამედ ის, რომ პროცესი სტაბილურად მიმდინარეობდეს და ვითარება კონტროლირებადი იყოს. გპირდებით, რომ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ საზოგადოებას მაშინვე ვაცნობებთ“, - ნათქვამია წერილში.

 

 

რამდენიმე დღის წინ გერმანული გაზეთი ბილდი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შუმის ფილტვების ანთებაც ჰქონდა. ახალი ინფორმაციით, ამ ავადმყოფობის გამო მოსალოდნელმა საფრთხემ უკვე გადაიარა - მიხაელმა ფილტვების ანთება ფაქტობრივად დაამარცხა.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016