რეგიონები
სამტრედიის სათნოების სახლში მოხუცების გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ავტორი: ნინი მოდრეკილი
15 თებერვალი, 2014. 11:05
სამტრედიის სათნოების სახლში მოხუცების გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ხუთი მოხუცის გარდაცვალების საკითხზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
ექსპერტიზის პირველადი შედეგით გარდაცვლილებს „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდათ. ამასთან, მწვავე ვირუსული ინფექციის დიაგნოზით ქუთაისის საავადმყოფოში 7 ადამიანია მოთავსებული.
ამ დროისთვის სამტრედიის სათნოების სახლში და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო აღნიშნული ობიექტები უცხო პირებისთვის დაიხურა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მტკიცებით, მოხუცები ღორის გრიპით არ გარდაცვლილან. საბოლოო დიაგნოზის დასადგენად მედიკოსები რამდენიმე გამოკვლევის შედეგს ელოდებიან.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57