მსოფლიო
იანუკოვიჩი: ევროინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება უკრაინისთვის სახიფათო იყო
ავტორი: მერაბ ხაჩიძე
15 თებერვალი, 2014. 11:26
უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ ევროკავშირის კრიტერიუმებს მორგებული კურსი ქვეყანამ უნდა გააგრძელოს, რადგან უკრაინას ხელს აძლევს სახელმწიფო მართვის ევროსტანდარტებზე გადასვლა. ამასთან აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება იმ საფრთხემ გამოიწვია, რომელსაც ევროკავშირში ასოცირების დოკუმენტი უქმნიდა უკრაინას და რაც მთავარია, არ ესადაგებოდა ეროვნულ ინტერესებს.
იანუკოვიჩი აპროტესტებს უკრაინის საქმეებში გარე ძალების ჩარევასაც. „ამ ურთიერთობებში ხელქვეითის როლის თამაშს, არ ვაპირებთ!" - განაცხადა იანუკოვიჩმა.
რამდენად ეფექტურია იანუკოვიჩის ორ პოლუსზე თამაში, ამას დრო გამოაჩენს. წესით, ისიც მალე უნდა გაირკვეს ვისი „ხელქვეითობა" უფრო აღიზიანებს უკრაინის პრეზიდენტს - რუსეთის, თუ ევროპის.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40