Youtube - ვიდეო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს ვიდეოკლიპები, 2005 წლის 15 თებერვლას ჩამოყალიბდა. მისი შემქმნელები PayPal-ის სამი ყოფილი თანამშრომელია.
2006 წლის ნოემბერში Youtube googl-მა შეიძინა 1.65 მილიარდად დოლარად. დღესდღეობით მუშაობს როგორც google-ზე დაქვემდებარებული კომპანია.
კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში.
Youtubeze ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები სთავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს საიტის მეშვეობით, Youtube-თან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როდესაც დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით და მათზე კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვს ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია Youtube-ს სერვისის წესდებით. დარეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშებს შეგვიძლია ვუწოდოთ „არხები".
იუთუბის დევიზია: Broadcast Yourself - იმაუწყებლე შენით.
(მოამზადა ანა ნოდიამ)