reportiori.ge - ბათუმში გაფიცული ავტობუსის მძღოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:43
რეგიონები
ბათუმში გაფიცული ავტობუსის მძღოლები შიმშილობის დაწყებას აპირებენ
15 თებერვალი, 2014. 14:57

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები კვლავ გაფიცულები არიან. 300-მდე მძღოლი ხელფასების გაზრდასა და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის გადადგომას ითხოვს.


ერთ-ერთი გაფიცული მძღოლის ვაჟა გოგელიას განცხადებით, გუშინ ბათუმის საკრებულოში პროფკავშირების წარმომადგენლებსა და მძღოლებს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც მძღოლები დღის მეორე ნახევარში შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.


„გაფიცვას ვაგრძელებთ, შუადღიდან შიმშილობას დავიწყებთ, კარვებს გავშლით ავტოფარეხის  წინ. ჩვენი მოთხოვნა არ შეცვლილა. ვითხოვთ, დირექტორის გადადგომას და ხელფასების მომატებას", - განაცხადა ვაჟა გოგელიამ.


ბათუმში გაფიცული მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების საკითხს ინტერფრაქციული ჯგუფი შეისწავლის. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ავტოტრანსპორტის დირექტორის გადაყენების საკითხი საკრებულოს პრეროგატივაა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016