ანსამბლი „ქართული ხმები" 15 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 1-ელ მარტს ფილარმონიაში მათი კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ალბომს „საიუბილეო ალბომი" ჰქვია და „ბრავო რექორდსში" ჩაიწერა. მასში შესულია თანამედროვე არანჟირების ფოლკლორული კომპოზიციები, ასევე ქალაქური და ძველი ჰიტები.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმით, რომ „ქართული ხმებისთვის" საიუბილეო ალბომია. დიდი დრო დაიხარჯა რეპერტუარის შერჩევაში, ახლებური არანჟირების გააზრებაში. ჩაწერის პროცესიც რთულად მიდიოდა, დიდი სამუშაო იყო გასაწევი. ორი ამოცანა იდგა ჩვენს წინაშე: ერთი - გაგვეწია ანგარიში მათი მუსიკის თაყვანისმცემლებისთვის, მეორე - ამ ანგარიშთან ერთად ეს ალბომი მსმენელთათვის სიახლე ყოფილიყო, თუ რა ნოვაციით ხვდება იუბილეს ანსამბლი", - განაცხადა „ბრავო რექორდსის" დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ.