reportiori.ge - აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრები ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დაბრუნებას ითხოვენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:24
რეგიონები
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრები ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დაბრუნებას ითხოვენ
ავტორი:
15 თებერვალი, 2014. 18:12

მელიტონ  კუხიანიძის სახელობის აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში კვლავ უთანხმოებაა.  ანსამბლის 60-მდე წევრი ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის თემურ ქორიძის სამსახურში დაბრუნებას ითხოს და პერმანენტულ აქციებს მართავს.


აქციის მონაწილეებს თქმით, ისინი იქამდე გააგრძელებენ აქციებს, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და სამხატვრო ხელმძღვანელს პოსტზე არ დააბრუნებენ.

 

„სანამ თემურ ქორიძეს არ დააბრუნებენ, მანამდე ვაპირებთ აქციების გაგრძელებას. ახალ დირექტორს, ოთარ მიქელაძეს თუ არ სურს თემურ ქორიძესთან მუშაობა, თვითონ დატოვოს თანამდებობა. ვაპირებთ შიმშილობის დაწყებას", - განაცხადა მოცეკვავე თამუნა ხალვაშმა.


როგორც ანსამბლის წევრების ადვოკატმა რამინ პაპიძემ განაცხადა, აქციის ყველა მონაწილეს შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტით ემუქრებიან, რაც კანონდარღვევაა.

 

„ეს იქნება კანონდარღვევა, რადგან ეს ადამიანები გაფიცულები არიან და ამის შესახებ შესაბამისმა დაწესებულებებმა იციან. იმის გამო,რომ ანსამბლის ახლად დანიშნულ ორ ხელმძღვანელთან აქვთ კონფლიქტი, 60 ადამიანი, რომელიც თემურ ქორიძის დაბრუნებას ითხოვს, სამსახურიდან არ უნდა გაათავისუფლონ", -განმარტა რამინ პაპიძემ.


ანსამბლის ის წევრები, რომლებიც საპროტესტო აქციაში არ მონაწილეობენ, მოცეკვავეებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

 

„ხელისშემშლელი პირობების გამო რეპეტიციები არ ტარდება. თხოვნით მივმართავ თითოეულ მოცეკვავეს, ამხელა ტრადიციების მქონე ანსამბლს, ნუ დავიყვანთ დაბალ დონემდე. მოვაგვაროთ ჩვენი საკითხი და გავაგრძელოთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა", - განაცხადა მოცეკვავემ და მსახიობმა მარიკა სიხარულიძემ.


ანსამბლის ორკესტრის ხელმძღვანელის ირაკლი შარაძის თქმით, უთანხმოებამ ანსამბლი ორად გაყო.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016